წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სპ.IV.1.1. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· აღწერს ადამიანისათვის ჯანმრთელობის მნიშვნელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას;
· ასახელებს ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს რაციონალური ტანადობის განვითარებაზე (დიეტა, ვარჯიში);
ფეხით, თვითმგორავით ან ველოსიპედით გადაადგილებისას იცავს მოძრაობის უსაფრთხოების წესებს;
ცნობს და იყენებს გრაფიკულ პირობით ნიშნებს (პიქტოგრამებს), რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის სწორ და უსაფრთხო ორიენტირებას საზოგადოებრივ ადგილებში;
· აღწერს თამბაქოს ხანმოკლე და გრძელვადიან ზეგავლენას აქტიური და პასიური მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
ჩამოთვლის იმ ფაქტორებს (ტელევიზია, რეკლამა, გარემო), რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის გადაწყვეტილებაზე, იყოს თუ არა თამბაქოს მწეველი.
მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
სპ.IV.2.1. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითიუნარ-ჩვევების წარმოჩენა (გადაადგილება: გაქცევა, გამოდევნება; მანიპულირება: ფეხით დარტყმა,დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება: სხეულის სიმძიმის გადატანა ერთი ფეხიდან მეორეზე, ან ერთიხელიდან მეორეზე)
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· რიტმული ვარჯიშის დროს ერთმანეთს უხამებს სხვადასხვა სახისა და სისწრაფის მოძრაობებს, მუსიკის თანხლებით ცვლის რიტმს;
· იყენებს გუნდური თამაშებისთვის (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი) აუცილებელ ძირითად ელემენტებს;
რბენის დროს სხვადასხვა მანძილიდან მიზანში ისვრის ბურთს, გადასცემს სხვა მოთამაშეს;
· დრიბლინგისას სწრაფად აჩერებს ბურთს, ფეხით გადასცემს სხვა მოთამაშეს;
· ხელებით ეკიდება ძელზე, ტანვარჯიშულ კედელზე და ბაგირზე, აიწევს, ქანაობს, ცვლის ხელს, გადაადგილდება ხელების მონაცვლეობით;
· ინარჩუნებს წონასწორობას ტანვარჯიშულ სკამზე, დვირზე გავლისას, ასრულებს სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ტანვარჯიშულ კედელზე;
· დაბალი სიმაღლიდან ჩამოხტომისას იცვლის დახტომის ადგილს და მიმართულებას;
მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
სპ.IV.3.1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ძირითად ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიცაუმჯობესებენ მის ჯანმრთელობას.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ ფიზიკურ აქტივობებში;
· მასწავლებელთან ერთად გეგმავს და რეგულარულად ასრულებს მისი მიზნებიდან ან ჯანმრთელობისა და სხეულის აღნაგობიდან გამომდინარე აუცილებელ ფიზიკურ ვარჯიშებს.
სპ.IV.3.2. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისას მოსწავლე ეუფლება სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს(პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა).
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· გეგმავს ფიზიკურ აქტივობას, განსაზღვრავს მიზანს და ადგენს სამოქმედო გეგმას (განსაზღვრავს, ვინ შეიძლება დაეხმაროს მიზნის მიღწევაში, როგორ უნდა გაიგოს, მიაღწია თუ არა მიზანს);
· იცავს თამაშის წესებს და ეტიკეტს; ღირსეულად ხვდება როგორც მოგებას, ისე წაგებას;
· პატივისცემით ეპყრობა სხვა მოთამაშეებს (საუბრობს თავაზიანად, ყურს უგდებს სხვის აზრს, კორექტულია კამათის დროს);
· კორექტულად ამბობს უარს მისთვის არასასურველ შემოთავაზებაზე; ასახელებს არგუმენტებს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად.
|
სტანდარტი სპორტში
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment