სტანდარტი მუსიკაში


IV კლასი
მუსიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

პრაქტიკული უნარ-ჩვევები
კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია
მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
უს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლ ელემენტებგამოყენებ იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.  
უს.IV.7. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.
მუს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს მუსიკოსთა სპეციალობები და შეადაროს ისინი ერთმანეთს.

უს.IV.2. მოსწავლე შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.
უს.IV.8.  მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებში.
მუს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.
უს.IV.3.  მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება, სიუჟეტი, თემა.
მუს.IV.9. მოსწავლე შეუძლია ქცევის ნორმებდაცვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისას.
უს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს  ერთმანეთისგან მუსიკალურ საკრავები.
უს.IV.4. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.

მუს.IV.10. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა/ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა.

უს.IV.5. მოსწავლე შეუძლია საკუთარ სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.



უს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.




წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა

უს.IV.1.  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლ ელემენტებგამოყენებ   იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.  

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუსიკის მოსმენის დროს განასხვავებს მაჟორსა და მინორს;
·           მღერის უახლოეს ბგერებს ტონიკის გარშემო (ტონიკური ბგერის შემომღერება);
·           სიმღერით იმეორებს ინტერვალებს კვინტის ფარგლებში;
·           ნაცნობ მელოდიას შეურჩევს ტექსტს;
·           ნაცნობ მელოდიას მღერის  ნელა - ჩქარა (ტემპი), ხმამაღლა - ხმადაბლა (ხმოვანების სიძლიერე);
·           არკვევს, ფორტეპიანოს რომელ რეგისტრში ჟღერს მუსიკალური ფრაგმენტი;
·           ამოიცნობს ინსტრუმენტზე, ღიღინით, სხვა ტექსტზე შესრულებულ ნაცნობ მელოდიას;
·           სიმღერის შესრულების/ მუსიკის მოსმენისას გამოყოფს მახვილებით ძლიერ დროს;
·           უცვლელი მეტრის პირობებში ტაშით ან კაკუნით წარმოადგენს სხვადასხვა რიტმულ ნახაზს;
·           თანაკლასელთა მიერ გაბმულად გაჟღერებულ ტონს, მარტივ რიტმულ ფიგურას (ოსტინატო) უხამებს საკუთარ ან სხვა ხმას (კაკუნი, საკრავი) მელოდიურ საქცევს, რიტმულ ფიგურას;
·           თანაკლასელებთან ერთად "უკრავს" სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან შემდგარ “ანსამბლში”, “ორკესტრში”.

უს.IV.2. მოსწავლე შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მღერის მაჟორსა და მინორს თანაკლასელებთან ერთად;
·           თანაკლასელებთან ერთად მღერის ინტერვალებს კვინტის ფარგლებში;
·           მღერის მარტო, წყვილში, გუნდში  ერთხმიან და ორხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
·           მღერის იმ უცხო ენაზე, რომელსაც სწავლობს;
·           მღერის დინამიური ნიუანსების დაცვით.

უს.IV.3.  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო  განწყობილება,  სიუჟეტი, თემა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებთან ერთად გაითამაშებს მარტივ სცენებს კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების / ფრაგმენტის განწყობილების გამოხატვის მიზნით;
·           პანტომიმით გამოხატავს გარკვეულ განწყობილებას;
·           ამოიცნობს თანაკლასელის მიერ გამოხატულ განწყობილებას;
·           მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შთაბეჭდილებით თხზავს ტექსტს;
·           პერსონაჟის ხასიათს უსადაგებს მუსიკალურ ფრაგმენტს;
·           კონკრეტულ ამბავს, სიუჟეტს უსადაგებს მისთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს.

უს.IV.4.  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური დამწერლობის ნასწავლი  ნიშნების ამოცნობა და ჩაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს და წერს ნოტებს ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე;
·           ასხვავებს და ჩაწერს გრძლიობებს, პაუზებს (მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი);
·           კლავიატურაზე ასახელებს ნასწავლ ოქტავებს;
·           კითხულობს და ტაშით გამოხატავს მარტივ რიტმს.


უს.IV.5.  მოსწავლე შეუძლია საკუთარ სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და მოიტანს სასწავლო პროცესისათვის საჭირო ნივთებ;
·           ჩაიწერს დავალებას;
·           აქტიურადაა ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში;
·           მონაწილეობს გამოკითხვაში;
·           სვამს კითხვებს;
·           კონკრეტული ამოცანის შესაბამისად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას.

უს.IV.6.  მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს მეწყვილესთან ერთად ამოცანის გადაჭრას;
·           მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად;
·           ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში.


მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

მუს.IV.7მოსწავლეს შეუძლია საუბარი მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუსიკის  მოსმენის დროს ასრულებს სხვადასხვა დავალებას - მიანიშნებს ნაცნობი საკრავის, ვოკალის შემოსვლას;
·           ამოიცნობს ადრე მოსმენილი ნაწარმოებების ფრაგმენტებს;
·           ასხვავებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ ტემბრებს;
·           ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს ტემპის, ხმოვანების სიძლიერის, მეტრის, საკრავთა ტემბრების მიხედვით;
·           ზოგადად ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას;
·           იყენებს საუბრის დროს ნასწავლ ტერმინებს.

უს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს კლასის კონცერტში, კარნავალში, მეჯლისში;
·           მონაწილეობს და ესწრება სკოლის საანგარიშო კონცერტს;
·           მონაწილეობს ვიქტორინაში;
·           წარდგება აუდიტორიის წინაშე შემსრულებლის, შემოქმედის ან კონფერანსიეს როლში.

მუს.IV.9მოსწავლეს  შეუძლია ქცევის ნორმების დაცვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისას.
                     
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხელს არ უშლის წარმოდგენის, კონცერტის, კინოფილმის  მსვლელობას;
·           წინასწარ შეთანხმებული წესების თანახმად გამოხატავს დამოკიდებულებას ნაწარმოების დასრულების შემდეგ;
·           წინასწარ შეთანხმებული წესების თანახმად იქცევა გამოფენაზე, მუზეუმში;
·           აცდის სხვებს აზრის გამოთქმას მსჯელობის დროს.

მუს.IV.10.  მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ მუსიკა/ხელოვნება თვითგამოხატვის საშუალებაა.
                       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს იმის შესახებ, თუ რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები;
·           რამდენიმე შეთავაზებული სათაურიდან შეარჩევს ერთ-ერთს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებისთვის;
·           საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე და იმ ასოციაციებზე, რომელაც იწვევს ეს ნაწარმოები;
·           მსჯელობს იმის შესახებ, რისი გამოხატვა შეიძლება მელოდიის, სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის საშუალებით;
·           ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რომელთათვისაც ქმნიან ადამიანები ხელოვნების ნაწარმოებებს.

მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.IV.11.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს მუსიკოსთა სპეციალობები და შეადაროს ისინი  ერთმანეთს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განასხვავებს კომპოზიტორისა და შემსრულებლის პროფესიებს;
·           ასახელებს კომპოზიტორის, პიანისტის, მევიოლინს, დირიჟორის, მომღერლის და ა. შ. სპეციალობებს;
·           იხსენებს, რომელი სპეციალობის მუსიკოსი უნახავს და მოუსმენია.

მუს.IV.12.  მოსწავლეს შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ახასიათებს მოსმენილ ნაწარმოებებს განწყობილების მიხედვით;
·           განასხვავებს სხვადასხვა სახის სპექტაკლს (საბალეტო, საოპერო, დრამატული);
·           განასხვავებს კლასიკურ, ხალხურ და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს;
·           სვამს და უპასუხებს შეკითხვებს ნაწარმოების შინაარსთან, ავტორთან, ჟანრთან დაკავშირებით.

უს.IV.13.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს  ერთმანეთისგან მუსიკალურ საკრავები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასხვავებს ხალხური მუსიკის საკრავებს კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტებისაგან;
·           ხატავს ინსტრუმენტებს;
·           ამოიცნობს საკრავებს სოლო და ერთობლივი ჟღერადობის დროს;
·           გამოყოფს და ასახელებს საკრავის ცალკეულ ნაწილებს (ხემი, ჯორაკი, კლავიში...);
·           ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას იმ ინსტრუმენტის მიმართ,  რომელიც გამოარჩია სხვა ინსტრუმენტებისაგან (მოსწონს  მასზე შესრულების მანერა, ტემბრი, ფორმა...).

პროგრამის შინაარსი

 

იმპროვიზაციული სავარჯიშოები:

·           მუსიკალური ენის ელემენტების, საკრავების გამოყენებით;
·           ბგერა, ხმოვანების სიძლიერე, რიტმი (ოსტინატო), ტემპი, მეტრი, რეგისტრი (მაღალი – საშუალო - დაბალი), ტემბრი (ინსტრუმენტული, ვოკალური), კილო (მაჟორი, მინორი), ინტერვალები კვინტის ფარგლებში, კეთილხმოვანი, არაკეთილხმოვანი ჟღერადობა, თანხმოვანება.
სიმღერა:

·           თანხლებით და მის გარეშე;
·           ინდივიდუალურად და გუნდურად;
·           ერთხმიანი და მარტივი ორხმიანი სიმღერები საბავშვო, ხალხური რეპერტუარიდან, მელოდიები პოპულარული ნაწარმოებებიდან, მაგალითად, ”თებრონე მიდის წყალზედა”, ”მორბის არაგვი”, ”ნანა”, ”გოგოვ, გოგოვ, შავთვალა”; ა. კერესელიძე – "წვიმა”; ი. გურგულია – “იავნანა”; გ. ცაბაძე _ ”ოცდახუთსა დეკემბერსა”; ს. ცინცაძე – "სიმღერა შავ კატაზე"; ვ. კახიძე – “ანო და ვანო”;  მ. აროშიძე – "თუ, თუ, თუ"; გ. გორდეზიანი - "რა დილა თენდება"; ლ. ბეთჰოვენი - ”ოდა სიხარულს” მე-9 სიმფონიის ფინალის თემა; ვ. შაინსკი - Песенка крокодила Гены";  ჯ. ლენონი, პ. მაკარტნი - "Ob-La-Di, Ob-La-Da"; მ. გორდონი-ჰ. ვორენი – "Chattanooga Choo-Choo" და სხვ.
განწყობილების გადმოცემა:

·           პანტომიმა;
·           კომპოზიცია (სცენების გათამაშება).

სანოტო დამწერლობა:

·           ნოტებ ამოცნო და ჩაწერ ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე, ვიოლინოს გასაღებში;
·           მთელი, ნახევარი, მეოთხედი, მერვედი გრძლიობის ნოტების და პაუზების წაკითხვა და ჩაწერა, მარტივი რიტმული ნახაზის გამოხატვა ტაშით.

მუსიკალური ტერმინები:

·           მელოდია, რიტმი, გრძლიობა, პაუზა, რიტმი, ტემპი, ტემბრი, კილო (მაჟორი, მინორი), ტონიკა;
·           ტემპები: Allegro - ჩქარა, Adagio - ნელა, Presto - ძალიან ჩქარა, Moderato – ზომიერად;
·           დინამიური ნიუანსები: Mezzo Forte, Mezzo Piano;
·           შესრულების ხერხები: სტაკატო, ლეგატო;
·           კომპოზიტორი, ფოლკლორი, პიესა, კონცერტი, რეპეტიცია, ორკესტრი, დირიჟორი, სოლისტი, აკომპანემენტი, ბალეტი, ოპერა, თეატრალური/საოპერო/საბალეტო დასი, მოქმე­დება/აქტი, ანტრაქტი, არია, არიოზო, ანსამბლი, დუეტი, ტრიო. კვარტეტი;
·           ნასწავლი საკრავების სახელწოდებები.

მუშაობის ფორმები:

·           ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფური.

ღონისძიებები:

·           სკოლის საანგარიშო კონცერტი;
·           კლასის კონცერტი;
·           ვიქტორინა.

მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში:

·           ინფორმაცია: შექმნის ისტორია, სიუჟეტი, ავტორი;
·           განწყობილების ამოცნობა, საუბარი შთაბეჭდილებებზე;
·           მუსიკოსთა სპეციალობების  გაცნობა: კომპოზიტორი, მომღერალი, დირიჟორი, პიანისტი, მევიოლინე, ვიოლონჩელისტი, ალტისტი და მათი კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირება.

საკრავები:

·           ამოცნობა  ფორმით და ჟღერადობით;
·           ხალხური და კლასიკური ინსტრუმენტები, მაგალითად, ჭიანური, ქნარი, დუდუკი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, კლავესინი.

სარეკომენდაციო მოსასმენი მასალა:

·           ხალხური სიმღერები; ფრაგმენტები ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის ეპოქის, XX საუკუნის მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებიდან, ნიმუშებიდან, ქართველ კომპოზიტორთა პო­პუ­ლარული ნაწარმოებებიდან, მაგალითად, "იმერული მგზავრული", "არამი დო შარიქა", მეგრული ”ალილო”, "ასლანური მრავალჟამიერი", დასაკრავი ფანდურზე; საგალობელი "ჯვარსა შენსა", ო. დი კაპუა - ნეაპოლური სიმღერა "O Sole mio", სომხური საცეკვაო "ბახტავარი"; ზ. ფალიაშვილი - ფრაგმენტები ოპერიდან "დაისი"; მ. ბალანჩივაძე - მასხარას კუპლეტები ოპერიდან "დარეჯან ცბიერი"; ო. თაქთაქიშვილი - "იუმორესკა" კამერული ორკესტრისთვის; ნ. გაბუნია - პიესები საფორტეპიანო ციკლიდან "მოწაფის დღიური", დ. ტურიაშვილი - მიუზიკლი ”პეპი გრძელი წინდა”; ფ. კუპერენი - "ტამბურინი"/"ჭიკჭიკი"/ "ჭორიკანა"; ი. ჰაიდნი - სიმფონია #103, I ნაწილი, ვ. ა. მოცარტი - "თურქული მარში", საფორტეპიანო სონატიდან #11, III ნაწილი; ლ. ბეთჰოვენი - უვერტიურა ი. ვ. გოეთეს დრამისათვის ”ეგმონტი”; ფ. შუბერტი - "სერენადა"; ფ. შოპენი - პოლონეზი #3, ლა მაჟორი; პ. ჩაიკოვსკი - ფრაგმენტები ბალეტიდან "მაკნატუნა"; ს. პროკოფიევი - "გავოტი", თხზ. 25; გ. მილერი - ფრაგმენტები მიუზიკლიდან "მზიური ველის სერენადა" და სხვ



No comments:

Post a Comment